ეიფელის კოშკიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა

პარიზში, ეიფელის კოშკიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ინფორმაცია ბომბის არსებობის შესახებ ოფიციალურად არ დასტურდება, როგორც ამას სხვა მედია საშუალებები ავრცელებენ. თუმცა, არც ის კონკრეტდება, რატომ გახდა ვიზიტორთა ევაკუაცია საჭირო.