"ეიფორიას" პირველი სპეციალური ეპიზოდი დაგეგმილზე ადრე გამოვა

HBO-მ გადაწყვიტა, "ეიფორიას" თაყვანისმცემლები გაახაროს. სერიალის პირველი სპეციალური ეპიზოდი არა 6 დეკემბერს, როგორც ადრე იყო ნათქვამი, არამედ დღეს გამოვა.

უკვე ცნობილია, რომ სერიალებში გამოჩნდებიან ზენდაია, ჰანტერ შაფერი და კოლმან დომინგო.

შეგახსენებთ, რომ ზენდაიამ "ეიფორიაში" შესრულებული როლისთვის "ემის" ჯილდო მიიღო.