ექიმებმა ბავშვებში ბრიტანული შტამის სიმპტომები დაასახელეს

ექიმებმა დაასახელეს მთელი რიგი გამორჩეული სიმპტომები, რომლებიც COVID-19-ის ბრიტანულ შტამით ინფიცირებულ ბავშვებში გამოვლინდა.

ინფიცირებული ბავშვების ნახევარზე მეტს აქვს დაღლილობის შეგრძნება. ახალშობილებში დაავადება შესაძლოა კრუნჩხვითა და ისტერიული ტირილით გამოვლინდეს. გარდა ამისა, ინფიცირებული ბავშვების 53%-ს თავისა და მუცლის ტკივილი აღენიშნებოდა.

ექიმების თქმით, 37 გრადუსზე მეტი ტემპერატურა ინფიცირებული ბავშვების უმრავლესობაში გამოვლინდა. ასევე ყელის ტკივილი შესაძლოა ორგანიზმში ინფექციის არსებობისკენ მიუთითებდეს.

პაციენტების დაახლოებით 35% განიცდის მადის დაკარგვას, ყველაზე ხშირად აღნიშნული სიმპტომი ერთ წლამდე ასაკის ბავშვებს აწუხებთ.