ექსპერტები მოსალოდნელ პანდემიებზე განცხადებებს აკეთებენ

პანდემიის ძირეული მიზეზი - ბუნების განადგურებაა. ამ სიტყვებით იწყება ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის მიერ მომზადებული სტატია.

მეცნიერები მსოფლიო ლიდერების ეკოლოგიურ პრობლემებზე ყურადღების გამახვილებისაკენ მოუწოდებენ. 

ტყეების მასობრივი ჩეხვა და ველურ ცხოველებზე ნადირობა სულ უფრო მეტ კონტაქტს ქმნის. ახალი ინფექციური დაავადებების დაახლოებით 70% ცხოველებზე მოდის, მათ შორის კორონავირუსი, ფრინველის გრიპი, ებოლა და აივ ინფექცია. 

12 მაისს გამოქვეყნებული ჯანმო-ს დამოუკიდებელი ანგარიში იმაზე მეტყველებს, რომ სწორად რეაგირების შემთხვევაში, კორონავირუსის პანდემიისგან მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდებოდა.  

მსოფლიო ექსპერტებმა ერთხმად აღიარეს, რომ მსოფლიო "პანდემიის ეპოქაშია" და ეპიდემიები კიდევ უფრო გახშირდება.