ეკვადორის მთავრობამ კიტო დატოვა

ეკვადორის მთავრობამ დედაქალაქი კიტო დატოვა, სადაც საპროტესტო აქციები იგეგმება. მოსალოდნელია, რომ 20 000 ადამიანზე მეტი საწვავზე ფასის ზრდას და სახელმწიფო სუბსიდიების გაუქმებას გააპროტესტებს. აქცია 9 ოქტომბერს გაიმართება.

ეკვადორის პრეზიდენტის, ლენინ მორენოს თქმით, მთავრობა დროებით კუაიაკილში განთავსდება, სანამ კიტოში სიტუაცია არ დასტაბილურდება.