ეკვადორში პატიმრების შეტაკებას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ეკვადორში პატიმრების შეტაკების შედეგად, სულ მცირე, 2 ადამიანი გარდაიცვალა, 10-ზე მეტი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ციხის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შაბათს ლიტორალის ციხეში დაჯგუფებებს შორის, რომლებიც შიგნით კონტროლის დამყარებას ცდილობენ, ძალადობის 4 აფეთქება დაფიქსირდა. კვირას კი მამაკაცთა ციხის პატიმრებმა ქალთა ციხის კედლის დანგრევა მოახერხეს. 28 ადამიანმა გაქცევა სცადა, თუმცა ისინი მალევე დააკავეს.

წლის დასაწყისიდან ეკვადორის ციხეებში ბუნტს, სულ მცირე, 85 ადამიანი ემსხვერპლა.