ეკვადორში ციხის ბუნტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა

ეკვადორის სამ ციხეში ბუნტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის პოლიციაზე დაყრდნობით სააგენტო Xinhua ავრცელებს.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი პოლიციელი დაშავდა.

წინასწარი ინფორმაციით, ბუნტის მიზეზი ნარკომოვაჭრეების ჯგუფების დაპირისპირება გახდა.