ეკვატორულ გვინეაში ძლიერი აფეთქება მოხდა - არის მსხვერპლი - VIDEO

ეკვატორულ გვინეაში, ქალაქ ბათაში, ძლიერი აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო პორტალი AhoraEg იუწყება.

აფეთქებების მიზეზი უცნობია. ადგილზე სასწრაფო-სამაშველო დახმარების სამსახურია მობილიზებული.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, არის მსხვერპლი.

ინციდენტის ადგილის ამსახველი ვიდეოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ვიდეოებში დანგრეული სახლები და აფეთქების შედეგად გამოწვეული კვამლია ასახული.