ეკვატორული გვინეა, აფეთქებების შემდეგ, საერთაშორისო დახმარებას ითხოვს

ეკვატორულ გვინეას საერთაშორისო დახმარება ესაჭიროება მას შემდეგ, რაც ქვეყნის უდიდეს ქალაქ ბატაში სამხედრო ბაზაზე აფეთქებები მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ოფიციალური პირები ავრცელებენ.

ბოლო მონაცემებით, აფეთქებების შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა, 500 დაშავდა. აფეთქების მიზეზი ამ დრომდე უცნობია, თუმცა მომხდარს უბედურ შემთხვევას უწოდებენ.

ოფიციალური პირების განცხადებით, ქვეყანაში სამედიცინო მომსახურება გადატვირთულია. აფეთქების შედეგად სრულად განადგურდა ზოგიერთი საცხოვრებელი სახლი, ზოგიც დაზიანდა. 

ჯერ კიდევ გაურკვეველია, რამდენი ადამიანი რჩება ნანგრევების ქვეშ.