ელჩინ ამირბეკოვი: ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით სტატუს-კვო უნდა შეიცვალოს - VIDEO

სომხეთის მხრიდან ბოლო სამხედრო პროვოკაცია და თავდასხმა უნდა განიხილებოდეს, როგორც მსოფლიო საზოგადოებისთვის მიუღებელი სტატუს-კვოსთან დაკავშირებული კონსოლიდაციის სომხური სტრატეგია, რომელიც უკანონო ოკუპაციით, ეთნიკური წმენდისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევის შედეგად წარმოიშვა. ამის შესახებ ტელეარხ France24-ის ეთერში აზერბაიჯანის პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანაშემწემ, ელჩინ ამირბეკოვმა განაცხადა.

დებატებში მონაწილეობდნენ პოლიტოლოგები საფრანგეთსა და დიდი ბრიტანეთიდან თორნიკე გორდაძე და ლოურენს ბრურსი და მარსელის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი თალინე ფაფაზიანი.

ელჩინ ამირბეკოვის თქმით, ივლისსა და აგვისტოში სომხეთი მთიან ყარაბაღში ინტენსიურად შეჰქონდა იარაღი, 100 000-მდე ადამიანის მობილიზაცია გამოაცხადა, ტერიტორია ეთნიკური სომხებით დაასახლა და იქ ახლო აღმოსავლეთიდან დაქირავებული მებრძოლები გადაისროლა.

"ასეთი ქმედების მიზანი იყო აზერბაიჯანის პროვოცირება საპასუხო ქმედებებზე, ისევ გააჩაღოს კონფლიქტის აქტიური ფაზა, ეცადოს ჩაითრიოს კონფლიქტში მესამე ძალები და ამით საბოლოოდ ჩააგდოს მშვიდობიანი პროცესი", - განაცხადა აზერბაიჯანის პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანაშემწემ.

ამირბეკოვის თქმით, ამჟამად აზერბაიჯანი თავის სუვერენულ ტერიტორიაზე კონტრშეტევას ახორციელებს.

მან ასევე თურქეთის აქტივობის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ ის მინსკის ჯგუფის შექმნის დღიდან მისი სრულუფლებიანი წევრია.

"თურქეთი, სომხეთის აგრესიის განეიტრალების გზით, პირველ რიგში, აზერბაიჯანული მიწების უკანონო ოკუპაციის დასრულებით, სამხრეთ კავკასიაში სამართლიანი მშვიდობის აღდგენის მომხრეა", - განაცხადა მან.

ამირბეკოვის თქმით, სომხეთმა უნდა გაიაზროს, რომ არსებული სტატუს-კვო მიუღებელია, ამიტომ უნდა შეიცვალოს.

"სომხეთის ხელმძღვანელობამ თავისი დესტრუქციული პოლიტიკის უპერსპექტივობა უნდა აღიაროს, სამხედრო აგრესია შეწყვიტოს და მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდეს", - განაცხადა აზერბაიჯანის პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანაშემწემ.