ელისაბედ II- ის შვილიშვილი პირველ შვილს ელოდება

დედოფალ ელისაბედ II-ის შვილიშვილი, იორკის პრინცესა ბეატრისი და მისი მეუღლე ედოარდო მაპელი-მოცი პირველ შვილს ელოდებიან. დიდი ბრიტანეთის დედოფალი მეთორმეტედ გახდება ბებია. ახალი ამბავი სამეფო ოჯახის "ინსტაგრამზე" გამოქვეყნდა.

"პრინცესა ბეატრისი და მისტერ ედოარდო მაპელი-მოცი სიამოვნებით აცხადებენ, რომ ისინი შემოდგომით ბავშვს ელოდებიან. ამ ამბის შესახებ დედოფალს აცნობეს და ორივე ოჯახი აღფრთოვანებულია", - ნათქვამია განცხადებაში.

ბეატრისისთვის ბავშვი პირველი იქნება, ხოლო მისი ქმრისთვის - მეორე. მას ამერიკელ არქიტექტორ დარა ჰუანთან ურთიერთობიდან ხუთი წლის ვაჟი ჰყავს.