ელისაბედ II კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

დედოფალმა ელისაბედ II-მ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian წერს.

გამოცემის ცნობით, 94 წლის დედოფალს და მის მეუღლეს, პრინც ფილიპს ვაქცინაცია უინსდორის სასახლეში ჩაუტარდათ.

სამეფო ოჯახი Pfizer-BioNTech-ის მიერ შემუშავებული ვაქცინით აიცრა.