ელისაბედ მეორემ "დიდი შვიდეულის" ლიდერებს "ედემში" უმასპინძლა

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ "დიდი შვიდეულის" (G7) ლიდერებს კორნუოლის საგრაფოში, საკურორტო ზონასთან ახლოს მდებარე ბოტანიკურ ბაღ "ედემში" უმასპინძლა. 

Reuters-ის ცნობით, 95 წლის მონარქის გარდა, მიღებას მისი ვაჟი, უელსის პრინცი ჩარლზი მეუღლესთან, კამილასთან ერთად, ასევე კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია - უილიამი და ქეითიც ესწრებოდნენ.

აშშ-ის პრეზიდენტის რანგში პირველი შეხვედრა გამართა დედოფალთან ჯო ბაიდენმა, რომელიც აშშ-ის რიგით მე-13 პრეზიდენტია, რომელსაც ელისაბედ მეორე 69-წლიანი მმართველობის პერიოდში შეხვდა.

ფოტოსესიისას დედოფალმა სტუმრებს ხუმრობით მიმართა - "თქვენ რა, გსურთ ისე გამოიყურებოდეთ, თითქოს საკუთარი თავით კმაყოფილები და ნასიამოვნები ხართ?!" - "დიახ, მიუხედავად ჩენი გარეგნობისა". უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა.