ელისაბედ მეორემ ღამე საავადმყოფოში გაატარა

ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ ღამე საავადმყოფოში გაატარა. ინფორმაციას Sky News ბუკინგემის სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს.

სასახლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ დედოფალი საავადმყოფოში ოთხშაბათს გადაიყვანეს, ექიმებმა მას "რამდენიმე დღით დაისვენა" ურჩიეს, ხუთშაბათს კი ის ვინძორის სასახლეში დაბრუნდა.

”ის კარგ ხასიათზე რჩება”, - დასძინა წყარომ.