ელტონ ჯონი სცენაზე საბალეტო, ფარფატა კაბით გამოვიდა

ბრიტანელი მუსიკოსი ელტონ ჯონი საბავშვო მიუზიკლის, "ბილი ელიოტის" ბოლოს სცენაზე საბალეტო, ფარფატა კაბით გამოვიდა.

სპექტაკლი სიდნეის თეატრში წარმოადგინეს.

წარმოდგენის ბოლოს მაყურებლის წინაშე მონაწილე ბავშვები გამოვიდნენ. დამსწრე საზოგადოებას პატარა სიურპრიზი ელოდებოდა. სცენაზე ელტონ ჯონიც გამოვიდა, რომელიც სპექტაკლის კომპოზიტორია.

ელტონ ჯონს ისეთივე საბალეტო, ფარფატა კაბა აცვა, რომელშიც პატარა მსახიობები იყვნენ გამოწყობილნი.