EMA "ბუსტერებთან" დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

COVID-19-ის რეგულარულმა "ბუსტერებმა", შესაძლოა, იმუნური სისტემა დაასუსტოს და ადამიანები დაღალოს. ამის შესახებ ევროპის წამლის სააგენტოში (EMA) გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

”ბუსტერის გაკეთება შესაძლებელია ერთხელ, ან ორჯერ, მაგრამ ეს არ არის ის, რაც მუდმივად უნდა იმეოროთ”, - განაცხადა EMA-ს ჯანმრთელობის ბიოლოგიური საფრთხეებისა და ვაქცინის სტრატეგიის ხელმძღვანელმა, მარკო კავალერიმ.

მისი თქმით, ამის ნაცვლად, რევაქცინაციის პროგრამებს შორის დიდი ინტერვალების დატოვება და მათი ცივი ამინდის დაწყებასთან მისადაგებაა აუცილებელი.

ცნობისთვის, ევროკავშირში აცხადებენ, რომ კორონავირუსის შტამ "ომიკრონისგან" დასაცავად განმეორებითი რევაქცინაციაა საჭირო. ასევე, 2022 წელს ისრაელი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც 2 "ბუსტერი" დაუშვა. ჯამში 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები COVID-ზე 4-ჯერ აიცრნენ.