Emirates Airlines-ის თვითმფრინავი სტამბულში ავარიულად დაეშვა

ავიაკომპანია Emirates Airlines–ის თვითმფრინავი სტამბულში ავარიულად დაეშვა. ინფორმაციას TRT Haber ავრცელებს.

მისი ცნობით, ერთ-ერთ მგზავრს ფრენის დროს ინფარქტი ჰქონდა.

რეისი ლონდონიდან დუბაიში დაფრინავდა.

მედიკოსებმა 66 წლის მგზავრს სამედიცინო დახმარება გაუწიეს. ამასთან, მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია.