ენიო მორიკონე რომში დაკრძალეს

დღეს დილით ცნობილი იტალიელი კომპოზიტორი ენიო მორიკონე რომში დაკრძალეს. ამის შესახებ გამოცემა Adnkronos წერს.

კომპოზიტორის ანდერძის თანახმად, დაკრძალვის ცერემონია "პრივატული იყო", მას მხოლოდ ოჯახის წევრები და ორი უახლოესი მეგობარი ესწრებოდნენ.

ცნობილი იტალიელი კომპოზიტორი ენიო მორიკონე 91 წლის ასაკში 6 ივლისს გარდაიცვალა.