ენრიკე იგლესიასმა ახალშობილი შვილი აჩვენა

ესპანელმა მომღერალმა, ენრიკე იგლესიასმა თაყვანისმცემლებს თავისი შვილის დაბადების სიხარული გაუზიარა და ფოტო ატვირთა. მას სამედიცინო ხალათი აცვია, ხელში კი ახალშობილი უჭირავს. 

ენრიკე იგლესიასმა ფოტოები სოციალურ ქსელ "ინსტაგრამზე" გაავრცელა.

ოჯახური კადრები ენრიკეს მეუღლემ, ანა კურნიკოვამაც გააზიარა. მას ახალშობილი მკერდზე ჰყავს დაწვენილი, ენრიკე კი კოცნის და თავზე ეფერება. 

წყვილი ერთად 2001 წლიდან არის. ისინი ერთმანეთს ენრიკეს ერთ-ერთი კლიპის გადაღებაზე შეხვდნენ. 

მათ კიდევ ორი შვილი, ტყუპები ნიკოლასი და ლუსი ჰყავთ, რომლებიც ქვეყანას 2017 წელს მოევლინნენ.