ენტონი ბლინკენი სვეტლანა ციხანოვსკაიას შეხვდა

19 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ბელორუსის ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ციხანოვსკაიას შეხვდა. მხარეებმა ბელარუსში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზები განიხილეს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა "ტვიტერზე" დაწერა.

”სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ვიქტორია ნულანდთან ერთად შევხვდი ბელორუსის დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ციხანოვსკაიას. ჩვენ განვიხილეთ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის შესაძლო გზები: პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ყოვლისმომცველი დიალოგი და ახალი არჩევნები”, - წერს ბლინკენი.

პუბლიკაციის ბოლოს მან დაამატა ლოზუნგი, რომლითაც ბელარუსში 2020 წლის ზაფხულში საპროტესტო აქციები იმართებოდა: "ჟივე ბელარუს".

თავის მხრივ, ციხანოვსკაიამ განაცხადა, რომ მან ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურ პირებს მინსკის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება სთხოვა.