ენტონი ფაუჩი: კავალერია მოდის, თუმცა ჯერ აქ არ არის

კავალერია მოდის, თუმცა კავალერია ჯერ აქ არ არის, – ამ სიტყვებით გამოეხმაუა აშშ-ის მთავასი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი ცნობებს ვაქცინის შესახებ.

ფაუჩის თქმით, მას არ სურს, რომ "საზოგადოებისთვის გრინჩი იყოს“, მაგრამ კვლავ ახსენებს ყველას, რომ წესების დაცვა აუცილებელია, განსაკუთრებით სადღესასწაულო სეზონის დროს.

"გთხოვთ, რისკი და სარგებელი სწორად შეაფასეთ“, – განაცხადა ფაუჩიმ.