ერაყში შეიარაღებულ თავდასხმას 6 პოლიციელი ემსხვერპლა

ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში "ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკების თავდასხმას პოლიციის 6 ოფიცრის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის ორი უფროსი მეთაური იყო.

პოლიციელები დაზვერვით მისიას ასრულებდნენ, როდესაც მათ შეიარაღებულმა ტერორისტებმა ცეცხლი გაუხსნეს.