ერაყის პრემიერმა ტერორისტებთან ბრძოლა პირად კონტროლზე აიყვანა

დღეს დილით ბაღდადიდან ჩრდილოეთით "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტების დევნის სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Shafaaq ავრცელებს.

ოპერაციას ერაყის პრემიერ-მინისტრი მუსტაფა ალ-ქაზიმი ხელმძღვანელობს.

"ეს ოპერაცია, ზუსტი დაზვერვითი ინფორმაციის შესაბამისად, "ისლამური სახელმწიფოს" ნარჩენების ლიკვიდაციის, ასევე ბაღდადის რეგიონის ჩრდილოეთით უსაფრთხოების და სტაბილურობის განმტკიცების მიზნით იმართება", - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.