ერაყის ცენტრალურ რეგიონში საჰაერო თავდასხმა განხორციელდა

ერაყის პროვინცია ბაბილის ცენტრალურ რეგიონში საჰაერო თავდასხმა განხორციელდა. ჟურნალისტების თქმით, ეს ტერიტორია ერაყის შეიარაღებული ძალების კონტროლს ექვემდებარება.

ადგილობრივი ტელევიზიის ინფორმაციით, ბაღდადის სამხრეთ-დასავლეთით ასევე მოხდა პრო-ირანული შიიტური მოძრაობის "ჰეზბოლას" პოზიციებზე სამი აფეთქება. 

ცნობილია, რომ თავდასხმის შედეგად ერაყის ჯარისკაცები არ დაშავებულან.