ერაყში აფეთქებას 25 ადამიანი ემსხვერპლა

მინიმუმ 25 ადამიანი დაიღუპა და 47 დაშავდა ერაყში, ბაღდადის გარეუბანში განხორციელებული ტერაქტის შედეგად. 

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება ქალაქ სადრში მდებარე ბაზრობაზე მოხდა. ძალოვანმა სტრუქტურებმა მომხდარი უკვე შეაფასეს როგორც ტერორისტული აქტი.