ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" წევრები დააკავეს

ერაყის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა, კირკუკში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის საფუძველზე, "ისლამური სახელმწიფოს" 5 ტერორისტი დააკავეს. ოპერაცია ერთდროულად ორ ადგილას მიმდინარეობდა.

ოთხი ტერორისტი კირკუკის ცენტრში, მეხუთე კი დაკუკის რაიონში აიყვანეს. რეიდები ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიგეგმა.

დაკითხვის შემდეგ ტერორისტები სასამართლოს წინაშე წარდგებიან.