ერაყში საპროტესტო აქციები გრძელდება - VIDEO

ერაყში, ქალაქ ნაჯაფში მომიტინგეებმა გზები გადაკეტეს. ქალაქის გზებს ცეცხლი უკიდია. აღნიშნულის შესახებ BBC იუწყება.

კორუფციისა და უმუშევრობის გამო, არეულობა ბაღდადსა და სამხრეთ ერაყში 2019 წლის ოქტომბერში დაიწყო და დღემდე გრძელდება.

აქციის მონაწილეთა მოთხოვნით, გადადგა ერაყის პრემიერ-მინისტრი, ხოლო ახლადდანიშნული პრემიერი, მუჰამედ ალავი გუშინ დილით სიტყვით გამოვიდა და აქციის მონაწილეებს დაწყებული ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა.