ერაყში სარაკეტო თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ერაყში, ქალაქ ერბილის აეროპორტში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა. ამის შესახებ ქვეყნის ოფიციალურმა პირმა განაცხადა.

"პირველი ცნობები მიუთითებს იმაზე, რომ ერბილში კოალიციური ძალები ამ ღამით არაპირდაპირი ცეცხლის სამიზნე გახდა. მოკლეს ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, დაშავდა ხუთი სამოქალაქო პირი და აშშ-ის ერთი ჯარისკაცი", - ნათქვამია განცხადებაში.

ჟურნალისტების თქმით, აეროპორტის სიახლოვეს ხუთი რაკეტა დაეცა, რომელთაგან ორი ამერიკული სამხედრო ბაზის უშუალო სიახლოვეს იყო, ხოლო მეორე - ჩინეთის საელჩოსთან მდებარე საცხოვრებელ ზონაში. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე ამერიკული ბაზა იყო.