ერდოღანი აცხადებს, რომ იდლიბში ცეცხლი შეწყდება

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სირიის პროვინცია იდლიბში ცეცხლი შეწყდება.

ერდოღანის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 5-6 მარტის 00:00-ზე ამოქმედდება.

ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა 6 საათს გრძელდებოდა.