ერდოღანი აზერბაიჯანს ეწვევა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანს ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე მესამედ ეწვევა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ერდოღანი აზერბაიჯანში 26 ოქტომბერს ჩავა.

ერდოღანი მონაწილეობას მიიღებს ფიზულის საერთაშორისო აეროპორტის გახსნის ცერემონიალში და სიტყვითაც გამოვა.

ბოლოს თურქეთის პრეზიდენტი აზერბაიჯანში 2021 წლის ზაფხულში იმყოფებოდა.