ერდოღანი: ჩვენი აზერბაიჯანელი ძმები ოკუპირებულ ტერიტორიებს იბრუნებენ

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის არმია ოკუპირებულ ტერიტორიებს იბრუნებს. 

”დღეს დილით ილჰამ ალიევს ტელეფონით ვესაუბრე. ამ დროისათვის, ჩვენი აზერბაიჯანელი ძმები ოკუპირებული ტერიტორიებისკენ მიემართებიან. მათ მიწების დაბრუნება დაიწყეს", - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა