ერდოღანი: ლიბიაში კსკ "ვაგნერის" 2 ათასი მებრძოლია

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ლიბიაში კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" 2 ათასი მებრძოლი იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Anadolu ავრცელებს.

"რისთვის და რატომ არიან ლიბიაში 5 ათასი დაქირავებული მებრძოლი სუდანიდან და კსკ "ვაგნერის" 2 ათასი მებრძოლი? რას აკეთებენ ისინი იქ?", - იკითხა ტუნისში ვიზიტით ჩასულმა ერდოღანმა ქვეყნის პრეზიდენტთან, კაის საიედთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერეციაზე.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობას მხარს უჭერს, და არა ამბოხებულ სამხედრო მაღალჩინოსან ხალიფა ჰაფთარს.