ერდოღანი ლიბიიდან სირიის ჯარის გაყვანას მოითხოვს

თურქეთი იდლიბის პროვინციაში მდებარე, სადამკვირვებლო პუნქტებიდან სირიის ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანას მოითხოვს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.

„სანამ სირია კონფლიქტის ზონიდან თავის ჯარს არ გაიყვანს, პრობლემა არ მოგვარდება. თუ ისინი ჯარის გაყვანაზე უარს განაცხადებენ, ამ საქმეს ჩვენ გავაკეთებთ ისე, რომ თებერვლის დასრულებას არ დაველოდებით“, - განაცხადა ერდოღანმა სტამბოლში სიტყვით გამოსვლისას.