ერდოღანი შუშას ეწვევა

რამადანის თვის შემდეგ მე და ჩემი ძმა (პრეზიდენტი ილჰამ ალიევი) შუშაში ჩავალთ, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქულენოვანი სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოს არაოფიციალურ სამიტზე განაცხადა.

”მიმაჩნია, რომ იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნება თავიანთ მიწებზე რეგიონის აღორძინებისთვის მნიშვნელოვანია”, - დასძინა ერდოღანმა.