ერდოღანის პრესმდივანი კორონავირუსით დაინფიცირდა

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის პრესმდივანმა და მრჩეველი, იბრაჰიმ კალინი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ ერდოღანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე განაცხადა.

"კორონავირუსის მკურნალობის ბოლო ეტაპზე ვარ, დაავადებამსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს. ახლა კარგად ვარ. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც რეკავს, მკითულობს, შეტყობინებებს მიგზავნის და ლოცულობს", - დაწერა კალინმა Twitter-ზე.

ბოლო მონაცემებით, თუქეთში კორონავირუსით 375,367 ადამიანია ინფიცირებული, მათ შორის 2,213 პირი გასული დღე-ღამის განმავლობაში დაინფიცირდა. გარდაცვლილთა რიცხვი ბოლო 24 საათში 75-ით გაიზარდა და 10,252-ს შეადგენს.