ერდოღანის წარმომადგენელი: აშშ პასუხს აგებს, თუ თურქეთზე ზეგავლენის მოხდენას შეეცდება

”ბაიდენის მიერ თურქეთში არსებული ვითარების ანალიზი სრულ უგუნურებაზე, ამპარტავანობასა და თვალთმაქცობაზეა დაფუძნებული. თურქეთისთვის ბრძანებების მიცემის დრო დასრულდა. მაგრამ თუ კვლავ ფიქრობთ, რომ ამის გაკეთება შეგიძლიათ, სცადეთ. ამისთვის პასუხს აგებთ", - წერს კალინი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე. 

ცნობისთვის, 2020 წლის დეკემბერში ბაიდენმა The New York Times–სთან საუბრისას აღნიშნა, რომ ერდოღანის მიმართ სრულიად განსხვავებულ პოზიციას დაიჭერს და მხარდაჭრას ოპოზიციას გამოუცხადებს.