ერდოღანმა და მერკელმა დევნილების საკითხი განიხილეს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გერმანიის კანცლერთან, ანგელა მერკელთან სატელეფონო საუბარი გამართა და სირიიდან დევნილთა ნაკადის პრობლემა განიხილა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Anadolu ავრცელებს.

მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობებზე და რეგიონულ საკითხებზეც ისაუბრეს.

ერდოღანის თქმით, დევნილთა საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაა საჭირო.

მანამდე გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა, შტეფენ ზაიბერტმა განაცხადა, რომ დევნილებისთვის, რომლებიც თურქეთ-საბერძნეთის საზღვრისკენ მიემართებიან, ევროკავშირში გზა დახურულია და გაერთიანების ქვეყნები მათ ვერ მიიღებენ.