ერდოღანმა და მერკელმა სირიისა და ლიბიის საკითხები განიხილეს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა სატელეფონო საუბრისას რეგიონული საკითხები, მათ შორის სირიასა და ლიბიაში არსებული ვითარება განიხილეს.

ორი ქვეყნის ლიდერმა ასევე კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.

საუბრის ასევე შეეხო გერმანია-თურქეთის ორმხრივი ურთიერთობებს.