ერდოღანსა და მერკელს შორის ონლაინშეხვედრა გაიმართა

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შორის ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვედრა გაიმართა. 

ონლაინ შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი და რეგიონალური საკითხები განიხილეს.

ისაუბრეს კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებზე, სირიის კონფლიქტსა და კვიპროსის საკითხზე.