დაღუპულია 12 მიგრანტი - საბერძნეთში ნავი ჩაიძირა

საბერძნეთში მიგრანტების ნავის ჩაძირვას 12 ადამიანი ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა ქვეყნის დასავლეთით, კუნძულ პაქსოსთან მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

საზღვაო დაცვამ 21 ადამიანი გადაარჩინა. სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ნავზე 50-ზე მეტი მიგრანტი იმყოფებოდა.