ერევანში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები განახლდება

სომხეთში ოპოზიცია ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებს განაახლებს. ამის შესახებ ადგილობრივი მედიის ცნობით, ოპოზიციური პარტია "დაშნაკცუთუნის" წევრმა იშხან საღათელიანმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ 9-10 ნოემბერს 18:00-დან 20:30 საათამდე, რესპუბლიკის დედაქალაქის "თავისუფლების" მოედანზე აქციის გამართვის გეგმების შესახებ ერევნის მერიას უკვე აცნობა.

მუნიციპალიტეტმა, თავის მხრივ, გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ინფორმაცია გათვალისწინებულია.