ერთი ადამიანი მოკლეს ბაღდადში ანტისამთავრობო დემონსტრაციის დაშლისას

ერთი ადამიანი მოკლეს და 24 დაჭრეს ერაყის უსაფრთხოების ძალებმა ბაღდადში გამართული ანტისამთავრობო დემონსტრაციის დროს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

სააგენტოს ცნობით, დაღუპულს ჭრილობა საფანტი თოფიდან აქვს მიყენებული, ხოლო დაშავებულები ძირითადად ცრემლსადენი გაზით არიან მოწამლულნი.