ეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაა - კონგრესმენი

ეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაა, – წერს კონგრესმენი ადამ კინზინგერი „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.

ბოლო ინფორმაციით, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები სენატის სხდომის დარბაზშიც შეიჭრნენ. სამართალდამცველები აქციის მონაწილეების შეჩერებას ცდილობენ.

აშშ-ის კონგრესს დღეს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინა. დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიერ კონგრესში შეჭრის გამო სხდომა შეჩერებულია.