ესპანელმა მეცნიერებმა COVID-19 ადრეული სიმპტომი დაასახელეს

ცხვირის სიმშრალე და ნაზოფარინქსში უსიამოვნო შეგრძნება კორონავირუსული ინფექციის პირველი ნიშნებია, - ამის შესახებ ბარსელონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა განაცხადეს. კვლევების შედეგები პორტალ medRxiv-ზე გამოქვეყნდა.

”ამ შეგრძნებების არსებობა, შესაძლოა, გათვალისწინებულ იქნას როგორც დიაგნოსტიკის დროს, ასევე სოციალური დისტანცირების მიზნით, განსაკუთრებით მსუბუქ შემთხვევებში”, - აღნიშნულია სტატიის ტექსტში.

ამ სიმპტომების მიზეზი ნაზოფარინქსის ეპითელიუმის დაზიანება არის.

კვლევამ, რომელშიც COVID-19-ის მსუბუქი სიმპტომების მქონე 35 პაციენტი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ 70%-ს ეს სიმშრალე აღენიშნებოდა. ამასთან, ზოგიერთ მათგანში ცხვირის სიმშრალის შეგრძნება წინ უძღოდა გემოსა და სუნის დაკარგვას.