ესპანეთი Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენებას იწყებს

ესპანეთი დღეიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის Johnson & Johnson-ის გამოყენებას იწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მინისტრის თქმით, თავდაპირველად 70-დან 80 წლამდე პირების ვაქცინაცია განხორციელდება.

ცნობილია, რომ ესპანეთმა Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ევროპის წამლის სააგენტომ განაცხადა, რომ ვაქცინის სარგებელი მის რისკს აღემატება.