ესპანეთი ოთხდღიანი სამუშაო კვირის შემოღებას განიხილავს

ესპანეთის ხელისუფლება ოთხდღიანი სამუშაო კვირის შემოღების შესაძლებლობას განიხილავს.

თავდაპირველად, იდეა მემარცხენე პარტიას Mas Pais ეკუთვნოდა, შემდეგ მთავრობამ მას მხარი დაუჭირა. 32-საათიან კვირაზე გადასვლა ნებაყოფლობითი იქნება, თანამშრომლების ხელფასები კი იგივე დარჩება.

ცნობილია, რომ ოთხდღიანი სამუშაო კვირის ტესტირება უკვე დაწყებულია.

კომპანიები, რომლებიც მზად არიან, შეამცირონ სამუშაო კვირა, მთავრობის მხარდაჭერას მიიღებენ.