ესპანეთი ტურისტებისთვის კარანტინს 1 ივლისიდან აუქმებს

ესპანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, უცხოელი ტურისტებისთვის 14-დღიანი კარანტინი 1 ივლისიდან გაუქმდება.

12 მაისიდან ესპანეთში ჩასული უცხო ქვეყნის მოქალაქეები ვალდებულები არიან ორკვირიანი კარანტინი გაიარონ.

ამჟამად ქვეყნის სასტუმროები ტურისტებისთვის დახურულია, ავიამიმოსვლა შეზღუდულია.

მანამდე ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ქვეყანა ტურისტების მიღებას ივლისიდან შეძლებს.