ესპანეთის ქუჩებში მოწევა იკრძალება

ესპანეთის ოთხ პროვინციაში საზოგადოებრივ ადგილებში, მათ შორის ქუჩებში მოწევა იკრძალება. ამის შესახებ გამოცემა The Sun წერს.

გამოცემის ცნობით, მოწევა აიკრძალება ლა-კორუნიას, ლუგოს, ორენსეს, პონტევედრას პროვინციებში. ადგილობრივი მედიის ცნობით, შეზღუდვები დაწესდა იმის გამო, რომ თამბაქოს მოწევა ქმნის კორონავირუსის "ინფექციის რისკს".