ესპანეთის პოლიციამ ნარკოტიკების კონტრაბანდისთვის 100 პირი დააკავა

ესპანეთის პოლიციამ ნარკოტიკების კონტრაბანდაში ჩართული დაჯგუფების 100 წევრი დააკავა, რომლებსაც მაროკოდან ჰაშიში და მარიხუანა ესპანეთში ჩქაროსნული  კატარღებით გადაჰქონდათ. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

დარბევის დროს პოლიციამ ხუთ ტონაზე მეტი ჰაშიში და 230 კგ მარიხუანა ამოიღო.

ბანდის წევრების ნაწილი კატერების საწვავით მომარაგებაზე ზრუნავდა, რათა გემი გასამგზავრებლად ყოველთვის მზად ყოფილიყო. ბანდის ნაწილი კი ნარკოტიკებს ხილის გადამზიდ სატვირთო ავტომობილებში მალავდა, რათა შემდგომ ევროპაში დილერებისთვის მიეწოდებინათ.