ესპანეთის პრემიერი პედრო სანჩესი გახდა

ესპანეთის პარლამენტის დეპუტატთა კონგრესმა სოციალისტების ლიდერი პედრო სანჩესი არჩევნების მეორე ტურში მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე დაამტკიცა. მას მხარი 167-მა დეპუტატმა დაუჭირა, 165 წინააღმდეგი იყო, 18-მა თავი შეიკავა.

პრემიერ-მინისტრის არჩევა ესპანეთში პოლიტიკურ კრიზისს დაასრულებს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვადამდელი არჩევნები აქ ორჯერ გაიმართა, მთავრობა კი მოვალეობას აპრილიდან ასრულებდა.